ნიუ-იორკში ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ავარიული დაშვება გახდა

ნიუ-იორკში ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ავარიული დაშვება გახდა

ნიუ-იორკში ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი წარუმატებელი ავარიული დაშვება გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

ნიუ-იორკის მერის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ვერტმფრენის დაცემის შედეგად 54-სართულიანი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალე ჩააქრეს. მისივე თქმით, შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

შემთხვევა მანჰეტენზე, ტაიმს სკვერთან ახლოს, მეშვიდე ავენიუზე მოხდა. ავიაკატასტროფის შედეგად ვერტმფრენის პილოტი დაიღუპა.