საბერძნეთში კუნძულ ლესბოსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა

საბერძნეთში კუნძულ ლესბოსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა. ინფორმაციას სააგენტო amna ავრცელებს.

ინციდენტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 58 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაზარალებულები მიტილინის პორტში გადაიყვანეს. 

გამოცემის ცნობით, რაიონში სანაპირო დაცვა პატრულირებს.