ასეთი მაგარი მიშასთან ყოფილიყავი, ბოდიშები რომ გახდევინა ტელევიზიით

ასეთი მაგარი მიშასთან ყოფილიყავი, ბოდიშები რომ გახდევინა ტელევიზიით

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის დაანონსებას ბუტა რობაქიძის დედა ეხმაურება. ია მეტრეველი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. „პრაიმტაიმი“ ია მეტრეველის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ოქრუაშვილს მინდა ვუთხრა! ასეთი მაგარი მიშასთან ყოფილიყავი, ბოდიშები რომ გახდევინა ტელევიზიით, მიჩმორებული რომ იყავი ნაცების ზონდერებისაგან. ბიძინასთვის კი არა, მიშასთვის გაგერთულებინა ცხოვრება თუ შეგეძლო. მაგრამ ეგ იმის ბრალია ამდენს რომ ბედავ, ბუტას საქმიდან მშრალად რომ გამოხვედი და პასუხი არ აგე, როგორც იმდროინდელმა მინისტრმა. მაგრამ ეგ დროც დადგება იმედი მაქვს“, - აცხადებს მეტრეველი.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს, რომლის შემადგენლობაშიც ძველი პოლიტიკური სახეები - გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, კოტე კემულარია, ლელა ჯეჯელავა და მიხეილ ჯიბუტი იქნებიან.

პრეზენტაცია ხვალ, 15 საათზეა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახელწოდება ექნება ახალ პოლიტიკურ მოძრაობას.

 

 

thrgg@yahoo.com მართალი ხარ, ია, ეგ ყოველთვის ჩმორი იყო და ჩმორად დარჩება, თუმცა სინაგლე იცოცხლე, აქვს ამ ნაძირალას!!!
4 წლის უკან