შალვა შავგულიძემ დამარცხება აღიარა

შალვა შავგულიძემ დამარცხება აღიარა

შალვა შავგულიძე მადლობას უხდის ამომრჩეველს. მან რამდენიმე წუთის წინ „ევროპული საქართველოს“ ოფისში არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა. მან ამის მიზეზად მმართველი გუნდის მიერ მის წინააღმდეგ დაფინანსებული შავი პიარი, პროცესში კრიმინალების ჩართვა დაასახელა.

შავგულიძის განცხადებით „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ თანამშრომლობას გააგრძელებენ და გამარჯვება მომდევნო არჩევნებისთვის დააანონსა.

უ ც ხ ო :
"მან ამის მიზეზად მმართველი გუნდის მიერ მის წინააღმდეგ დაფინანსებული შავი პიარი, პროცესში კრიმინალების ჩართვა დაასახელა."
:)
რ თქმა უნდა!.. აბა, იმას ხომ არ იტყოდა, ანალიზის უნარი არა მაქვსო!
როგორც კი დაინიშნა მეორე ტური, მაშინვე დავწერე აქ: ვინაიდან შავგულიძემ იმდენივე ხმა მიიღო ამ ოლქში (6-ით ნაკლები), რამდენიც რურუას აუღია თავის დროზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხარს უჭერს ნაცმოძრაობის სტაბილური ამომრჩეველი და მის მაგივრად რომ ჩერგოლეიშვილს ან მაია ორჯონიკიძეს ეყარა კენჭი, ისინიც ამდენივე ქულას აიღებდნენ-მეთქი. ხოლო მეორე ტური კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ აქტიურობა იყო ძალიან დაბალი.
თუ შემდეგში ამომრჩეველი გააქტიურდება, შავგულიძე აუცილებლად წააგებს-მეთქი!
გამართლდა?!
6 წლის უკან