ანგარიში: ხმელთაშუა ზღვაში წამში 33 800 პლასტიკური ბოთლი ხვდება

ანგარიში: ხმელთაშუა ზღვაში წამში 33 800 პლასტიკური ბოთლი ხვდება

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)-ის ანგარშის თანახმად ხმელთაშუა ზღვაში წელიწადში 570 000 ტონა პლასტიკის ნარჩენი ხვდება. ეს არის დაახლოებით 33 800 პლასტიკური ბოთლი წამში, - წერს BBC-ი. 

„პლასტიკის წარმოება საკმაოდ იაფია, თუმცა ნარჩენების მართვა და დაბინძურების ხარჯები მაღალი. ყველა ქვეყანამ უნდა გადახედოს მიწოდების ჯაჭვს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ხმელთაშუა ზღვა პლასტიკის ნარჩენებისგან დავიცვათ“, - ნათქვამია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)-ის ანგარიშში.

WWF-ის მონაცემებით, ბოლო მონაცემებით, თურქეთში პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია და 1 კილომეტრზე 31,3 კილოგრამს შეადგენს.

WWF-ის მონაცემები - პლასტიკით დაბინძურების მოცულობა 1 კილომეტრზე:

ბარსელონა - 26,1 კგ;

თელ ავივი - 21,0 კგ;

დელტა-პო -18,2 კგ;

ვალენსია - 12,9 კგ;

ალექსანდრია - 12,7 კგ;

ალჟირი - 12,2 კგ;

მარსელის ყურე - 9,4 კგ;

იზმირი - 7,2 კგ;

WWF-ის მონაცემებით, ეგვიპტე პლასტიკის ნარჩენების ერთ-ერთი მსხვილი წყაროა. შემდეგია თურქეთი. ორგანიზაციის კვლევით, თუ არ მოხდა ზომების მიღება, 2050 წლისთვის რეგიონში დაბინძურების მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზრდება.

ჟენევაში 187 ქვეყნის 1400-მა  წარმომადგენელმა პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ გლობალურ პაქტს მოაწერა ხელი, - წერს გამოცემა Deutsche Welle.