ანგარიში: ვენესუელა კრიზისის გამო 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა

ანგარიში: ვენესუელა კრიზისის გამო 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNO) ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის გამო ვენესუელა 4 მილიონმა ადამიანმა დატოვა, წერს გამოცემა BBC-ი. 

ქვეყნიდან ემიგრაციის ტემპი 2015 წლიდან დაჩქარდა და მხოლოდ ბოლო 7 თვეში 1 მილიონი შეადგინა. 

ვენესუელიდან მიგრანტებს ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნები იღებენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNO) მონაცემებით, კოლუმბიამ ვენესუელის 1,3 მილიონი მოქალაქე მიიღო, ხოლო პერუმ 768 000.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.