მადუროს ბრძანებით, ვენესუელა კოლუმბიასთან საზღვარს გახსნის

მადუროს ბრძანებით, ვენესუელა კოლუმბიასთან საზღვარს გახსნის

ვენესუელა კოლუმბიასთან საზღვარს გახსნის. ბრძანება ნიკოლას მადურომ გასცა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

თებერვალში ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მადურომ კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცა.

მანამდე ვენესუელას ვიცეპრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ „საზღვრის საყოველთაო ჩაკეტვა“ ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა.