საუდის არაბეთში 2013 წელს დაკავებულ 13 წლის ბიჭს ახლა სიკვდილით დასჯა ემუქრება

საუდის არაბეთში 2013 წელს დაკავებულ 13 წლის ბიჭს ახლა სიკვდილით დასჯა ემუქრება

საუდის არაბეთში 18 წლის ბიჭს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ის 13 წლისა ჯერ კიდევ 2013 წელს დააკავეს. ამის შესახებ  Businessinsider-ი წერს.

დაკავების მიზეზი კი საპროტესტო აქციაში მონაწილეობაა. მოზარდი თავის თანატოლებთან ერთად უსამართლობას აპროტესტებდა. კერძოდ, კი მისი ძმა 2012 წელს პოლიციამ მოკლა.

არასრულწლოვანი 5 წლის განმავლობაში ციხეში იყო. მურაჯა კურეისისს სიკვდილით დასჯა ახლა ემუქრება, რადგან ის 18 წლის ანუ სრულწლოვანი ხდება.

მომხდარის გამო, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან.