დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით ის უერთდები სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოწვევას - "გამონახოს ჩემი ადგილი კვირას და ვისაუბრებ ვინ რა გააკეთა და დააშავა". განცხადება ამის შესახებ სარალიძემ ტვ პირველის გადაცემა “პირველებში” გაკეთა.
“მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ღრმა დეტალებზე არ ვისაუბრებ თქვენი ეთერით. ამ სიამოვნებას დავუტოვებ ნიკა გვარამიას და ვუერთდები მის გამოწვევას. “კვირის აქცენტებში” გამოძებნოს ჩემი ადგილიც და აუცილებლად ვისაუბრებ ყველა დეტალზე. ვინ რა გააკეთა და ვინ რა დააშავა ამ საქმეში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ რომ ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთრ გვედზე 5 ივნისს შემდეგი განცხადება გაავრცელა
კვირას, განსხვავებულ აქცენტებში, ბევრს ვილაპარაკებ, რატომ აღარ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რუსთავი 2ს. არხს, რომელმაც არათუ გახსნა ეს საქმე, არამედ, საერთოდ, შექმნა სარალიძის საქმის ფენომენი. და რატომ ელაპარაკება იგივე ზაზა სარალიძე ტვ იმედს, რომელიც მონსტრს აკეთებდა მთელი წელიწადნახევარი მისგან. რატომ ბომბავს დღეს მხოლოდ პროკურატურას და საერთოდ რატომ გააქრო ნარატივიდან შსს, რომელმაც სინამდვილეში პირველმა გააფუჭა საქმე და მერე გააპრავებია პროკურატურას. ვისი ინსტრუმენტია სარალიძე დღეს და ვის პირდაპირ ინსტრუქციებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიედ (ამაშიც გავერკვევით).
ვილაპარაკებ მორიდების გარეშე, როგორც მე მჩვევია. უსამართლობისას დანდობა არ ვიცი, მოგეხსენებათ, და არანაირ სტატუსს ანგარიშს არ გავუწევ, ესეც მოგეხსენებათ." - წერდა გარამია