ახლა პენსიონერებს დაერევიან

ახლა პენსიონერებს დაერევიან

"ახლა პენსიონერებს დაერევიან", - ასე გამოეხმაურა "ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი პენსიონერების თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგს.

"გამოვარდნენ ეს მავნებლები და ახლა პენსიოონრებს ეტირებათ ყოფა. სააკაშვილის უპასუხისმგებლო პოპულიზმის და ივანიშვილის ტოტალურო მავნებლობის გამო ხომ სესხს ვეღარავინ იღებს. ახლა პენსიონერებს დაერევიან", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"საქართველოში დღეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს სიტუაცია აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე, "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს პენსიონერებს“ - ამის შესახებ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა და მაშტაბური აქციები დაანონსა.

მისი თქმით,  ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე გაჟღერდება, სწორედ საპენსიო რეფორმას შეეხება და ყველა პენსიონერს, რომელსაც ამ დრომდე პროცენტების სახით დიდი ოდენობის თანხა ჩამოეჭრა, თანხა დაუბრუნდებათ.

"საქართველოში დღეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს სიტუაცია აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე და ბავშვებზე. როდესაც ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს  ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება გეგონება პენსიონერები ან პენსიის გაცემა ხელისუფლების ან საზოგადეობის კეთილი ნება არის.

მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ ქვეყანას ქმნიდა, ეკონომიკას ქმნიდა და ამ საზოგადოებას ქმნიდა. და თუ ჩვენ ამ ვალდებულებას პირნათლად არ შევასრულებთ, ჩვენ სახელმწიფო არ გვექნება ნორმალური. 400 ათას პენსიონერს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ისედაც მწირი პენსია პენსიონერს არც სურსათზე ჰყოფნის, არც მედიკამენტებზე ჰყოფნის და არც ის დაგვავიწყდეს რომ საქართველოში, ძალიან ბევრ პატარა ქალაქებსა და სოფლებში პენსიონერების პენსიაზე ხანდახან მთელი ოჯახია ჩამოკიდებული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ "ლიბერთი ბანკს", რომელიც გასცემს პენსიას და ამ პენსიით უზრუნველყოფილ სესხს, საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებთან შედარებით სამჯერ მეტი აქვს და ის 36%-ს შეადგენს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს პენსიონერებს.

"გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და გახდეს ნული პროცენტი და ეს სესხის გაცემისთვის დადგენილი მომსახურეობის ხარჯი დაფაროს სახელმწიფომ, საკმარისი არის რამდენიც ამ 7 წლის განმავლობაში ამ კომერციულმა სტრუქტურებმა ძარცვეს პენსიონერები,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

  

სოციალისტი საქართველოს ბანკს საკრედიტო ბარათზე 36 და 45 პროცენტი აქვს! გინდა პენსიონერი იყავ და გინდა მიცვალებული! თანაც კატეგორილ უარზე არიან ეს მტაცებლური პროცენტი დაწიონ!
6 წლის უკან