„ველოდი, რომ სააკაშვილი კლიჩკოს ტალღას არ აყვებოდა, იმიტომ, რომ პარლამენტში მისი მოხვედრა შეუძლებელი იქნეობდა. რადგან უარი უთხრა, სავარაუდოდ, ზელენსკის მხრიდან მაღალი თანამდებობის შეთავაზებას დაელოდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე სააკაშვილის უარს კიევის მერის შეთავაზებაზე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მერმა ვიტალი კლიჩკომ მისი პარტიის „უდარის“ ხელმძვანელობა შესთავაზა. კლიჩკოს განაცხადებით, მას უნდოდა რთულ სიტუაციაში მყოფ სააკაშვილს მხარში ამოდგომოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მომხრეების ნაწილმა ეს იდეა არაერგვაროვნად მიიღო.
„ველოდი, რომ სააკაშვილი კლიჩკოს ტალღას არ აყვებოდა, რადგან პრინცპიში პარტიული ლიდერობა მას იმ პირობებს ვერ შეუქმნიდა, რომ პარლამენტში მოხვედრილიყო. თანაც პარტიის თავმჯდომარეობა არც ისეთი დიდი მოვლენაა, ერთპიროვნული ხელმძღვანელიც რომ გამხდარიყო, პოლიტიკური პერსპექტივის მატარებელი ვერ იქნებდა, ამის გულისთვის თავი რომ გადაედო.
„რადგან არ დაეთანხმა, სავარაუდოდ, მას ურჩევნია ზელენსკი მხრიდან მაღალი თანამდებობის მოლოდინში იყოს. მიუხედავად ზელენსკის განცხადებისა, რომ მოქალაქეობა კი დაუბრუნა, მაგრამ არ აპირებს მის მთავრობაში მიწვევას, პოლიტიკოსებს არ უჭირთ სიტყვის უკან დაბრუნება.
„მოკლედ, დღეს სააკაშვილისთვის მაღალი თანამდეობა უფრო მეტი პერსპექტივაა, ვიდრე პარტიის თავმჯდომარეობა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ თავად ასე ფიქრობს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.