„ქრისტე აღდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი“

„ქრისტე აღდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი“

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

ნანა კოსტავა აცხადებს, რომ განსაცდელი, რომელიც მას თავს გადახდა მეგობრების თავიდან დანახვაში დაეხმარა.

ნანა კოსტავას ამ პერიოდის განმავლობაში "facebook"-ის გვერდი გაუქმებული ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მან გვერდი აღადგინა.

"ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი, ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად, ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე,"- წერს ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა, რის გამოც, საზოგადოების, მესამ ესექტორისა და პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა, რის საფუძველზეც კოსტავა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარეობიდან  გადააყენეს.