თუ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს არ იტყვით, პარტიაში გიბარებენ და იქ გსჯიან

თუ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს არ იტყვით, პარტიაში გიბარებენ და იქ გსჯიან

თქვენ ბედავთ და ლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშრებით“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრ ნათია თურნავას  უსმენენ.

თალაკვაძე აქვე დასძენს, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში იმიტომ არის გაბრაზებული, რომ ხელისუფლება დაპირისპირების და ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე შეცვალა.

"თქვენ ხართ გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილზე და ყველა თქვენს გამოსვლაში ახსენებთ ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეს არის ერთადერთი მესიჯბოქსი, რაც თქვენ გაქვთ. თუ არ იტყვით ამ სახელს და გვარს, მერე პარტიაში გიბარებენ და იქ გსჯიან ამისთვის“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

შეგახსენებთ, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზემ სადაც ნათია თურნავას უსმენენ, ოპოზიციამ რამდენჯერმე ახსენა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელი.