გიგა ბოკერია:  კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს და მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ

გიგა ბოკერია:  კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს და მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ

კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს, მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ, არ უნდა იჭერდნენ და დაკითხვაზე არ უნდა დაჰყავდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ.

„მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არიან სახელმწიფო მოხელეები, ეს პოლიტიკური ფიგურაა. კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს, მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ, არ უნდა იჭერდნენ და დაკითხვაზე არ უნდა დაჰყავდეთ. ეს ეხება „ქართულ ოცნებას“ და მომავალში ეს არ უნდა მოხდეს.

თუ პოლიტიკურ ფიგურას შეხედულებები არ გააჩნია და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის, ეს პრობლემაა, მაგრამ მისი არჩევანია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კახა ოქრიაშვილს უპასუხა.

„აკრძალულია კარგი სახელმწიფო მოხელე იყო და უპარტიო? ხვალ რომელიმე პარტია მოვიდეს, ეს ადამიანი უმუშევარი უნდა დარჩეს?“, – მიმართა ბოკერიას ოქრიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

thrgg@yahoo.com ეს ახვარი გიგა არ იყო ნაცსექტის მთავარი იდეოლოგი, უპირობოდ რომ დაითხოვეს ყველა კარგი და პროფესიონალი მოხელე? ვითომ ძველი სისტემის ხალხიაო, მერე თვითონ არც საქმე იცოდნენ და კორუფცია გააჩაღეს ისეთი, კომუნისტებს რომ არ დასიზმრებიათ და ეხლა ჩვენ გვასწავლი ჭკუას, წადი შენი ახვარი და ნაძირალა ....
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com ვითომ ძალიან ჭკვიანური სახეებით რომ სხედან ეს ქაჯები და გვასწავლიან ჭკუას, ვისაც ეგენი ჭკვიანები ჰგონია იმის გასაგონად ვიტყვიმ მაგათი გაკეთებული საქმეები უკლებლივ ყველა არის დანაშაულებრივი და თეთრი ძაფით ნაკერი, დანაშაული პირდაპირ ზედაპირზე დევსმ მიუშვი გამოცდილი ხალხი ამ საქმეებთან და დაგანახებენ მაგათ ნამდვილ სახეს, მაგრამ ამის გამკეთებელი ვინმე არის?
6 წლის უკან
უ ც ხ ო ზოგადად, რა თქმა უნდა, სწორია ბოკერია: კარგ მოხელეებს უნდა უფრთხილდებოდნენ ყველა დონეზე და რამდენჯერაც უფროსი შეიცვლება, (სულ ერთია, რისი უფროსი - ქვეყნის თუ რომელიღაცა განყოფილების!), ქუჩაში არ უნდა ყრიდნენ გამოცდილ მოხელეებს და მათ უცოდინარ-გამოუცდელი ახლობლებით არ უნდა ანაცვლებდნენ!..
მაგრამ ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, ვის თვლის ბოკერია კარგ მოხელედ: იმას, ვინც ბეჯითია, პასუხისმგებლიანია და კანონმორჩილი, თუ - "უფროსმორჩილი" როა, უპრინციპო და ხელმძღვანელების გულის მოსაგებად ყველაფრის მკადრებელი!..
6 წლის უკან
სოციალისტი მასეც იქნებოდა შენ და შენი მეუღლე კარაკასში ემიგრაციაში რომ წასულიყავით, მაგრაი ეჩრებით და წინა დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად გინდათ კიდევ მოაჯდეთ სახელისუფლებო ლიმუზინს კინკრიხოზე! არ დაოკდით, არა!!!
6 წლის უკან