პუტინი: მოსკოვი ვენესუელაში რუსი სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს

პუტინი: მოსკოვი ვენესუელაში რუსი სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს

მოსკოვი ვენესუელაში რუსი სამხედროების გაგზავნას და იქ ბაზის განთავსებას არ გეგმავს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ილაპარაკა. ინფორმაციას Fox-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვენესუელაში მხოლოდ სამხედრო ტექნიკური სპეციალისტები რჩებიან. მათი ყოფნის მიზეზი კი, მადუროს რეჟიმის მიერ, რუსეთისგან შესყიდული სამხედრო ტექნიკისთვის მომსახურების გაწევაა.

რუსეთს ვენესუელიდან სამხედრო პერსონალის გაყვანისკენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.