ტაიმზ-სკვერზე აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ტაიმზ-სკვერზე აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ტაიმზ-სკვერზე აფეთქების მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი CBS-ი იუწყება.

ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციაში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ასაფეთქებელ ნივთიერებებს ყიდულობდა, რათა ტაიმზ-სკვერზე აფეთქება მოეწყო. პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი იარაღის შეძენის დროს დააკავეს.

უახლოეს მომავალში დაკავებული ბრუკლინის სასამართლოს წინაშე წარდგება. პოლიციის ცნობით, დაკავებულს თანამზრახველები არ ჰყოლია.