პოლიტიკური სპეკულაციაა, კარგად იციან, რომ ანაკლიის პორტი უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიაა - ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.
მმართველ გუნდში ბრალდებებს, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის გაჩერებას ცდილობს, აბსურდულს უწოდებენ. განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკი ამბობს, რომ ოპონენტები პოლიტიკური სპეკულაციით არიან დაკავებულნი.
“მე ვფიქრობ ეს მაინც უფრო პოლიტიკური სპეკულაციაა, მათაც კარგად იციან, რომ ანაკლიის პორტი არის უსაფრთხოების და სტაბილურობის სერიოზული გარანტი, მით უმეტეს თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა ესოდენ დაინტერესებულია ამ პორტის არსებობაში.
გარდა ამისა, ეს საქართველოა, სადაც კონკურენცია არ არსებობს ფოთსა და ანაკლიას შორის და არც შეიძლება არსებობდეს. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება და ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ პოლიტიკურ ნაწილს, ეს არის ის რესურსი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.