რომელი ცნობილი სახეები დატოვებენ “ოცნებას” -

რომელი ცნობილი სახეები დატოვებენ “ოცნებას” - "პარტიაში მიდის განახლების პროცესი"

"პარტიაში მიდის განახლების პროცესი. იქნებიან თუ არა ახალი და ძველი სახეები - წინასწარ ვერ გეტყვით, რადგან პროცესში ჩართული არ ვარ, თუმცა, სავარაუდოდ იქნებიან,როგორ ძველი ისე ახალი სახეები"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გავრცელებელ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 2020 წლის არჩევნებისთვის "ოცნების" ძველი გვარდიის გაერთიანებას აპირებს.

"პარტიაში მიდის განახლების პროცესზე ფიქრიც და მზადებაც, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით ვინ იქნებიან, რადგან პროცესში ჩართული არ გახლავართ.

"რა თქმა უნდა, იქნებიან ძველი და ახალი სახეებიც, მაგრამ ძველი იქნება თუ ახალი, თავისი პოტენციალით უნდა სჯობდეს მათ, ვისაც ჩაანაცვლებენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საზოგადოება ალბათ მალე იხილავს სიახლეს პარტიაში.

"რაც შეეხება იმას, რომ 20 პოლიტიკური პარტია აპირებს 200 ათასი ხელმოწერის წარმოდგენას საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ახალი თემა არ არის.

"ცალკე თემაა სულ რამდენი პარტიაა რეალურად და არა ფურცელზე, რეალურად რა რესურსები გააჩნიათ. თუ ხელმოწერების შეროვებას შეძლებენ, რა თქმა უნდა, მოხდება ამ ხელმოწერების შემოწმება და მერე წამოადგენენ პარლამენტში განსახილველად.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კი შემიძლი გითხრათ, რომ პარლამენტში განხილვამდე, შერჩევის პროცესი ხდება იუსტიციის საბჭოში, როგორ კი შემოვა პარლამენტში საკითხის საფუძვლიანი განხილვა დაიწყება"- განაცხადა "რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.