ბევრი მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ წასვლა ავიწყდება - ვის გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ამის გასაგრძელებლად თქვენ გვჭირდებით", - მიმართა კონგრესის მონაწილეებს პრეზიდენტმა. "რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ეყოლება და სხვა პოლიტიკური ძალა განაგებს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ბუნებრივი პროცესია ამ დარბაზში მყოფი დელეგატებისთვის, მაგრამ არა ჩვენი რეგიონის და ჩემი ქვეყნისთვის. დემოკრატიის კუთხით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე დემოკრატიულები ვართ მანამ, სანამ შემდეგი არჩევნები არ ჩატარდება, სანამ ორჯერ მაინც არ შეიცვლება ძალაუფლება - განაცხადა პრეზიდენტმა.