ქიბარ ხალვაშის მიმართვა(VIDEO)

ქიბარ ხალვაშის მიმართვა(VIDEO)

ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თემა დღითიდღე აქტუალური ხდება. ამჯერად სასამართლოს, შემდეგ კი პროკურატურას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი პარტნიორები მიმართავენ. საუბარია კომპანიების - "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპის" კუთვნილ ქონებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ამ კომპანიების განცხადებები იხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თუმცა, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. არ არის, ასევე, დასრულებული სისხლის სამართლის საქმეები ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს აღიძრა. 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამართლიანი სასამართლოს პირობებში გადაიხედოს პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო გადაწყვეტლებები, რომელთა საფუძველზეც წარმატებულ კომპანიებს სრულად ჩამოერთვათ ქონება და აღარ მიეცათ ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელების საშუალება - აცხადებენ ბიზნესმენები. ამ საკითხზე დღეს, ორ საათზე "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში პრესკონფერენციაა დაგეგმილი.