ამ შენობის წინ, ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება 

ამ შენობის წინ, ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება 

ამ შენობის წინ, ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება, - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ  საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის პრეზენტაციაზე.

ქორთიარდ მერიოტში, 20 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს, რომლზეც საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის პრეზენტაცია მოხდება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში და პოლიტიკურ  პარტიებში უპრეცედენტო კონსენსუსი არსებობს:

"დღეს მთლიანად ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ შუალედური არჩევნების შედეგები შევაჯამოთ. 300 000-მდე ხელმოწერაა შეგროვებული და შემოწმებული და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად და კიდევ უფრო მეტს შევაგროვებთ, რაც იქნება კანონის წინაშე საჭირო და კანონით დადგენილ ვადებში შევიტანთ პარლამენტში. სახეზეა უპრეცედენტო კონსესუსი პოლიტიკურ პარტიებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა ე.წ. "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ საზოგაოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული და პოლიტიკური, წყნარი, მშვიდი გზით განახორციელოს ეს პროცესი“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიცია ხელმოწერებს უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს.

 

  

სოციალისტი და თუ თქვენ მოხვედით, ეს იქნება ხელისუფლების ცვლილება??!! ახლა სად ხართ აბა?! მე ავიკელი მთელი საქართველო ჯერ პრეზიდენტის და მერე ზუგდიდის არჩევნებზე?! ხომ ხართ პარლამენტში, არ გყოფნით, კიდევ მეტი გინდათ?!
6 წლის უკან
Maverick "ამ შენობის წინ, ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება...?!" ამასობაში გამოეღვიძა, მიიხედ-მოიხედა, ნინო დაინახა, ზაებალაო ამოილუღლღა, გვერდი შეიცვალა და ძილი შეიბრუნა, ეგებ სიზმრად მაინც ვნახო საასფალტო ზღაპრებიო...
6 წლის უკან