არავითარი ფაქტი არ არსებობს, არ ვიცი რატომ დააკავეს. ალბათ ხელისუფლებამ იცის, - ამის შესახებ მიხეილ კალანდაძის ბაბუამ ბორის კაკუბავამ კალანდიას სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.
კაკუბავას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.
"არავითარი ბრალდება არ არსებობს. მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა ხომ ხედავთ? არავითარი ფაქტი არ არსებობს. არ ვიცი რატომ დააკავეს. ალბათ ხელისუფლებამ იცის, მე რა ვიცი, ყველას ინტერესშია ალბათ ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა, გადმოტრიალება, ეს არის მიზანი,“ - ამბობს კაკუბავა.
ცნობისთვის, კაკუბავას მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის წევრები მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობენ.