დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ და ბრალდებულის ახლობლებმა, პროცესის დასრულების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.
როგორც ლუკა კალანდია აცხადებს, მისი ძმა უდანაშაულოა და სიმართლის დასამტკიცებლად აუცილებლად იბრძოლებენ.
"სასამართლო არ არის ჩვენს ქვეყანაში. უდანაშაულო ბიჭს იჭერენ და წინასწარ პატიმრობაში უშვებენ. აქ სამართალი, სასამართლო და ზოგადად დემოკრატია, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით, არ არსებობს. ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს.
მტრედები გავუშვით თავისუფლების ნიშნად და ყველაფერს ისეთ ადგილზე დავაყენებთ როგორც საჭიროა“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.