ისეთი მარაზმი, როგორიც ირაკლი კობახიძეა, მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკას არ ახსოვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოსტს აქვეყნებს.
როგორც ნათელაშვილი აცხადებს, ირაკლი კობახიძე არის ნებისმიერ ფასად სამშობლოს, ზნეობის, სულის გამყიდველი და ცუდად დაასრულებს.
“ისეთი მარაზმი, როგორიც კობახიძეა, მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკას არ ახსოვს. ამ ორგანოს ხელმძღვანელი ტრადიციულად, უნდა იყოს შემრიგებელ-მომრიგებელი, დიპოლომატი, კომპრომისების ოსტატი, ნაკლებად პოლიტიზირებული.
სხვათაშორის, ძირითადად ასეთები იყვნენ საქართველოს პარლამენტის თითქმის ყველა ხელმძღვანელი დღემდე. ეს პერსონა, ბოროტების, თუთიყუშობის, მონობის, კარიერიზმის, ნებისმიერ ფასად სამშობლოს, ზნეობის, სულის გამყიდველია.
ცუდად დაამთავრებს კობახიძეც, ცუდად. ვწუხვარ”, - წერს შალვა ნათელაშვილი.