საქართველოში ემიგრანტები ბრუნდებიან. გიორგი ლაფანაშვილი და ზაურ გურგენიძე ბრიუსელიდან ჩამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში პოზიტიური განწყობით დაბრუნდნენ, რადგან იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება მათდამი სათანადო ყურადღებას გამოიჩენს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ საქართველოში მალე ქართველი ემიგრანტების უმეტესობა დაბრუნდება. ემიგრანტები სპეციალური ფონდის შექმნასაც გეგმავენ, რომელიც, მათი განმარტებით, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დარუნებაში დაეხმარება.