ყაზბეგში, ყუროს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „რუმსის" კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რა დროსაც იქ მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა.
ტრაგედიას ემსხვერპლნენ: პილოტი - ილო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.
სასტუმროს ადმინისტრაციას გარდაცვლილთა ახლობლებთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია.