დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს.მას არ უფიქრია ქვეყნის დატოვება. შესაბამისად სასამართლოს ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. მანამდე გამოძიება მას დანაშაულის დაფარვას ედავებოდა.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი. განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 3 ივნისს გამოაცხადა.
საქმეზე, მიმდინარე წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.