ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ფოთის პორტის ღრმაწყლოვან პორტად გცევის ნებართვის საკითხი თავიდანვე კითხვის ნიშნებს ჰბადებდა, თუ ვის აწყობდა ერთი მხრივ, ამ ნებართვის გაცემა და მეორე მხრივ, ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური ქულების მიცემა, რადგან დიდი ხანია ცხადია, რომ მათ უჭირთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და მსგავსი გადაწყვეტილებები "აპრავებს" მათ მდგომარეობას. საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა პრაიმტაიმმა და იმედია განაწყენებული ექსმინისტრიც გააკეთებს კვლავინდებურად თამამ კომენტარებს როგორც აქამდე სჩვეოდა...
P.S. ამ პროცესში ირაკლი რუხაძის გამოჩენაც საინტერესოა და იმედი მალე უფრო მეტი საინტერესო დეტალი გახდება საჯარო...