ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის, დივერსიფიცირებულობის და სტაბილურობის გარანტი მცირე და საშუალო ბიზნესია

ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის, დივერსიფიცირებულობის და სტაბილურობის გარანტი მცირე და საშუალო ბიზნესია

ეკონომიკისთვის მთავრობის ხელშეწყობა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრისა და თანაბარი თამაშის წესების ჩამოყალიბებაში გამოიხატება“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

თუ ჩვენ ვთანხმდებით რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ოქროს ფონდია, მაშინ გაუგებარი იყო თუ რატომ არსებობდა ე.წ. ოქროს სია სადაც ეს საწარმოები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი. შესაბამისად, ამ სიის გაუქმება და ყველა ეკონომიკური სუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება ერთად-ერთ სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ.

ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს.