ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში დღეს დაკრძალავენ. მისი ცხდარი საქართველოში კვირას, გამთენიისას ჩამოასვენეს. 23 წლის კაპრალი მინდია აბაშიძე მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პრპვინციაში სამშვიდობი მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებას ემსხვერპლა. 23 წლის აბაშიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. ავღანეთში კი პირველად 2010 წელს გამეგზავრა. იყო სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. ის ცხელ წერტილში დაღუპული უკვე მე-18 ქართველი სამხედროა. დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია კი ხელვაჩაურში ჩავიდა ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.