ჩინეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს საუკეთესო მეგობარი უწოდა

ჩინეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს საუკეთესო მეგობარი უწოდა

ჩინეთის ლიდერი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ის თავის რუს კოლეგას უკვე შეხვდა.

როგორც BBC წერს, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს თავისი საუკეთესო მეგობარი უწოდა. მისივე თქმით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა წლების განმავლობაში გაუძლო სერიოზულ გამოცდებს და არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა.

ვლადიმერ პუტინმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშნელოვანესია.

ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია „გრეით ვოლ მოტორსმა“ რუსეთში ახალი ქარხანა გახსნა.