ფხენიანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება საფრთხის პირასაა

ფხენიანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება საფრთხის პირასაა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ერთი წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და  ბირთვულ განიარაღებაზე ჩრდილოეთ კორეისგან პირობების ცალმხრივად შესრულებას მოითხოვს.

ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. ჰანოიში გამართული შეხვედრა 27 თებერვალს ვადაზე ადრე დასრულდა. მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის თაობასა და ბირთვულ განიარაღებაზე აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.