მცირე და საშუალო ბიზნესი ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის საფუძველია

მცირე და საშუალო ბიზნესი ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის საფუძველია

მცირე და საშუალო ბიზნესი ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის საფუძველია - წერს სოციალურ ქსელში,  თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი  ვახტანგ  ჭარაია

მცირე და საშუალო ბიზნესი ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის საფუძველია. მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება არის მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივი.

ათწლეულების განმავლობაში მსხვილი ბიზნესის ცალსახა წახალისებამ თვითნებობაზე მოგვიტანა სწორედ ეს მახინჯი სისტემა, სადაც რამდენიმე ასეული კომპაბია ქმნის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარს და სახელმწიფო ხდება ამ კომპანიების "ტყვე".

არავითარი ოქროს ან პლატინის სია ვერ გამოაჯანსაღებს ეკონომიკას და მითუმეტეს ვერ გაზრდის ინკლუზიურობას, თუ მცირე და საშუალო ბიზნესი არ იქნება იგივე პირობებში ჩაყენებული, როგორშიც არის მსხვილი ბიზნესი.

SME საქართველოს მომავალია.