ზელენსკიმ ამერიკას შეიარაღების შესყიდვის თხოვნით მიმართა

ზელენსკიმ ამერიკას შეიარაღების შესყიდვის თხოვნით მიმართა

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამერიკის სენატორ, რობერტ პორტმანთან შეხვედრისას უკრაინისთვის ახალი შეიარაღების შესყიდვის აუცილებლობაზე განაცხადა. სენატორმა აღნიშნა, რომ საუბარი ეხებოდა მრავალ პრობლემურ ასპექტს უკრაინის თავდაცვაში, მათ შორის განიხილეს რუსული პროპაგანდა და საშუალებები, რომლითაც დაუპირიპირდებიან მას.

2019 წლის ბოლომდე ამერიკის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, 2020 წელს კი თანხის რაოდენობა 250 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.