ყაზბეგში, ყუროს მთის მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა. არიან გარდაცვლილებიც, მათი ვინაობა დგინდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე ჯერ უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის თანამშრომლები არიან.