"ზაზა სარალიძე არ გაყიდულა და არც არასდროს გაიყიდება" -

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აცხადებს, რომ ზაზა სარალიძესა და სხვა პირებს შორის არანაირი გარიგება არ შემდგარა.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა რამდენად ღირსეული და ძლიერი ადამიანია ზაზა სარალიძე. მის წინააღმდეგ მიმართულ უკვე მერამდენ სიბინძურეს სიბინძურით არ პასუხობს და ამით მათზე მაღლა დადგა. სათქმელი კი მერწმუნეთ ბევრი აქვს.  რაც შეეხება პასუხს ამ ყველაფერზე: ზაზა სარალიძე არ გაყიდულა და არც არასოდოს გაიყიდება, არავითარი გარიგება არ შემდგარა, მით უმეტეს დუმილის ხარჯზე.

ჩვენი ბრძოლა კი არ დასრულებულა, მთავარი ჯერ წინაა და არც უკან დახევას არ ვაპირებთ. ხორავას ქუჩის საქმეში მონაწინე ყველა დამნაშავე დაისჯება. მათ შორის სამოხელეო დანაშაულიც არ უნდა დარჩეს დაფარული.

რატომ არის რთული დავაცადოთ შვილმოკლულ ადამიანს მცირე დროით დაისვენოს ემოციურად, ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს რა რთული დღეები გადაიტანა, ღმერთმა ნუ განგაცდევინოთ ამხელა ტკივილი.

მარტივია სხვის თვალში ბეწვის აღმოჩენა საკუთარში კი დირესაც ვერ ვხედავთ“ - დაწერა ლონდარიძემ

გუშნ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ზაზა სარალიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ზაზა სარალიძე „რუსთავი-2“-ს აღარ ესაუბრება.