ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. მისი ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა: "ისევ არის იმის საშიშროება, რომ ჰალსტუხის ღეჭვას დაიწყებთ?"
სააკაშვილმა მას ღიმილით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო:
“არა, დიდი ხნის წინ შევჭამე. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ჩემი ოფიციალური ფუნქციები აღარ მაქვს, ჰალსტუხს აღარ ვატარებ. ბევრს უთქვამს ჩემთვის: სერიოზულ ღონისძიებაზე გარშემო ყველას პიჯაკი აცვია და თქვენ ვარდისფერი პერანგი. დიახ, ეს ვიღაცისთვის შოკისმომგვრელია”, - აცხადებს სააკაშვილი.
2017 წელს, უკრაინული ტელეარხ News one-ის ეთერში რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც რაბინოვიჩმა სააკაშვილს ჰალსტუხი მიუტანა და უთხრა, რომ შეეჭამა.