სააკაშვილის ფაქტორი ხვალ თუ ზეგ შეიძლება ისევ გახდეს საქართველოსა და უკრაინას შორის პრობლემა

სააკაშვილის ფაქტორი ხვალ თუ ზეგ შეიძლება ისევ გახდეს საქართველოსა და უკრაინას შორის პრობლემა

სააკაშვილის ფაქტორი ხვალ თუ ზეგ შეიძლება ისევ გახდეს საქართველოსა და უკრაინას შორის პრობლემა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს. ჭიჭინაძე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლების საქმეებზეც ისაუბრა.

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის თემამ ერთი ფურცელი კიდევ გადაფურცლა. თუ „ქართულ ოცნებას“ სურვილი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს პასუხი ეგო, მათ ძალიან დიდი დრო ჰქონდათ. პრაქტიკულად ექვსი წელი. ამ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ კოსტიუმების თუ ტანსაცმლის საქმეზე წაუყენეს ბრალი, მეტი არაფერი. სხვა ბრალს ან არ უყენებენ, ან თვითონაც დარწმუნებულები არ არინ, რომ სხვა საქმეებში თავადაც არ მონაწილეობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი ყოფილი ოდიოზური ფიგურა დღეს „ქართულ ოცნებაშია“ მოკალათებული. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეშინიათ ბრალის წარდგენა მათზეც არ მოხდეს. სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება ხვალ თუ ზეგ სააკაშვილის ფაქტორი ისევ გახდეს ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.