"ყველა დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს“

"საქმის გამოძიება დიდხანს ჭიანურდებოდა. შინაგან საქმეთა სამინიტრო ამბობს, გამოძიებამ კალანდიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვაო, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობის აღსასრულებლად მხოლოდ ამ ადამიანის დაკავება საკმარისი არ არის. სამაგალითოდ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც მონაწილეობას იღებდა საქმის მიჩქმალვასა თუ გაყალბებაში“, - ამის შესახებ “2020NEWS"-თან პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომელიც ხორავს ქუჩზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დამნაშავეებს ხელი არ უნდა დააფაროს.

"თუ ხელისუფლება მხოლოდ იმით დაკმაყოფილდება, რომ დამნაშავე ვიპოვეთ და გამოძიება დავამთავრეთო, აღნიშნული აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დამნაშავეებს ხელს აფარებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს“ ,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, გუშინ შსს-მ მიხიელ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავა