საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ქეთევან თვალჭრელიძე სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დავით ზურაბიშვილის სტატუსს ეხმიანება
ბატონო დავით, ზუსტად ნაცების მესიჯბოქსში ხართ. თქვენ, პიჯაკების საქმეს არქმევთ მიხეილ სააკაშვილის ნაქნარს, ხოლო ბაჩო ახალაია „ვაშლის გათლაზე" ზის ციხეშიო ამბობთ...
არადა სინამდვილეში, ბაჩო ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი და სასჯელს იხდის:
გირგვლიანის,
ციხის ბუნტის,
ნავთლუხის სპეცოპერაციის
სერგო თეთრაძის - დავით ლონდარიძის
და სხვათა წამების საქმეებზე.
ბატონო დავით, მიპასუხეთ - ხალხის წამება და მკვლელობა, "ვაშლის გათლა" როდიდან გახდა???
ხოლო, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი 2 საქმეზე:
1. გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებასა და ციხიდან გამოშვებაზე.
2. პარლამენტარ, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დაკვეთასა და უმოწყალოდ ცემაზე.
ხოლო სასამართლო განაჩენის გამოტანას ელოდება კიდევ ორ საქმეზე:
3. ქვეყნის უსაფრთოებისთვის გამოყოფილი სახსრებიდან 8 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა.
4. "იმედის" დარბევას და სიტყვის თავისუფლების გაქრობას ამ ქვეყანაში.
სამარცხვინოა თქვენგან მსგავსი პოსტები.
მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი დედა პარტიის ლიდერები, რუსეთისათვის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს ამ ჯალათებმა, (ძმები ბერძენიშვილები 2007 წელა.) ნუ აფურთხებთ სულში იმ ხალხს, ვინც იმ ბოროტებასთნ ბრძოლას თავი შეწირა. ბოროტებასთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ზურა ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და სხვათა რეჟიმი ჰქვია.