სინოპტიკოსების პროგნოზი: ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსამდე იქნება

სინოპტიკოსების პროგნოზი: ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსამდე იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. წელს ცხელი ზაფხული იქნება. ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს.

„საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლების ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

ამის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.