ინგრედიენტები
ბოლოკი - 2-4
ზეთი - 2 ჩ.კ
ქამა სოკო - 1/2 კგ
საქონლის ენა - 1 ცალი
მაიონეზი - 1 ქილა
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
საქონლის ენა მოვხარშოთ, გავასუფთავოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. სოკო გავრეცხოთ, დავჭრათ და დავყაროთ გახურებულ ტაფაზე. როცა თავისი წვენი დააშრება, დავასხათ ზეთი, რამდენჯერმე ამოვურიოთ და გავუსინჯოთ გემო.
თუ სოკო მზადაა, გამოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. ცალკე გავხეხოთ ბოლოკი, შევურიოთ სოკოსა და ენას, შევანელოთ მარილით, წიწაკით და დავასხათ მაიონეზი.
რჩევა
ენის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხარშული საქონლის ან ფრინველის ხორცი. სალათას ასევე შეგვიძლია დავუმატოთ გახეხილი მაგარი ყველი და მოხარშული კვერცხი.