ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და მათ 2019 წლის დასრულებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამგებელმა საბჭოს წევრებთან ერთად ახლად რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი დაათვალიერა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მრჩეველთა საბჭო 10 წევრისგან შედგება. საბჭოს წევრებს გამგეობასთან ერთად, საშუალება აქვთ, საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარადგინონ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ.