“ქართული ოცნების” მხარდამჭერი, დღეს ივანიშვილის მტრად იქცა და მას პუტინის მოგზავნილს, ხოლო მის გარემოცვას ხროვას უწოდებს. ამის შესახებ ლუბა ელიაშვილი ფეისბუქში წერს.
“დროზე უნდა შევცვალოთ ივანიშვილი, თორემ ბიძინას პანიკური შიშის ისეთი მძაფრი სიმყრალე იფრქვევა ბიძინავიზიების ეთერებიდან, ვატყობ, აპირებს საკუთარ ფობიებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა. არ მივცემთ ამის საშუალებას. საქართველო მისი საძოვარი კი არ არის, ჩვენი სამშობლოა!
გიგი უგულავა მახსოვს 2008-ში ფრონტის ხაზიდან, როდესაც საქართველოს უჭირდა და ვუფასებ ამას, ხოლო თუ რამე შეეშალა უგულავას, მასავით საპატიმრო სასჯელს რომ მოიხდის ივანიშვილი და მისი ხროვა, მაშინ აღარ შემაწუხებენ “ბიძინავიზიები” შემოეფანტებიან, როგორც მანამდე უგულავა-ბოკერიას გაუკეთეს.
მშვენივრად ხვდება, რომ ღირსეული აღარავინ დარჩა გვერდით და თავადაც იგივე ბედი ელის, რაც ნაციონალებს 2012-ში. მანამდე მათთან ჩახუტებულიც იყო და ფულსაც კარგად უხდიდამ, ვიდრე ეს ახალგაზრდები არ მიხვდნენ, რომ თავისი ბოროტი საქმეების კეთებაში ცდილობდა მათ გამოყენებას, იმ საქმეების, დღეს რასაც საყვედურობს. ერთი იმაზე მიპასუხეთ, მე რომ ჩემი კოლეგებისთვის სიკეთე მინდა და არ მინდა ბიძინას პანიკას შესწირონ პროფესიული ღირსება”, - წერს ელიაშვილი.