„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ქოცებო, კიდევ ერთხელ გეკითხებით: თუ თეთნულდი კარგი ყოფილა, თუ ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი" ევროპის მიმართულებით ფრენებს 29.99 ევროდან ახორციელებს, თუ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი არ ყოფილხართ, თუ პროკურატურა ისეთი აწყობილი ჰქონდა ადეიშვილს, რომ ადეს დროინდელი პროკურორები დააწინაურეთ, მოსამართლეები დააწინაურეთ, თუ იუსტიციის სახლები ისეთი კარგია, რომ უცხოელები პირველად მანდ მიგყავთ და ყელყელაობთ, თუ ისეთი კარგები იყვნენ ნაციონალები, რომ პორტირებულმა ნაცებმა შეგივსეს 2012-ში "ფრაქცია", ივანიშვილი ახლაც პორტირებულებზე დგას, თუ მოსამართლეები ისეთი სამართლიანები იყვნენ, რომ არცერთი განაჩენი არ არის გაუქმებული, თუ ლაზიკა "მართალი" ყოფილა, თუ მშვიდობის ხიდს "ევროკავშირის ფერებით" ანათებთ, თუ უცხოელ დევნილებს ერთი წლით თავშესაფარს სთავაზობთ, თუ სამართალწარმოებაში შერჩევით სამართალს იყენებთ, რაშიაც ნაციონალებს ადანაშაულებდით, თუ მწამებლებს არ აპატიმრებთ და პირიქით აღმერთებთ, თუ მაჩალიკაშვილი გყავთ და მაინც გირგვლიანი გაკერიათ პირზე, თუ ავღანეთში კვლავაც "საზარბაზნე ხორცად იმეტებდით საჯიშე ბიჭებს", თუ ნატო გინდათ, თუ შანგრილაც ასე ძალიან გხიბლავთ საპრიარქოს გვერდით, თუ თურქების ვიზიტი იმდენად კარგი ყოფილა და იმდენი თურქი ტურისტი დადის ახლა თბილისში, რომ აღმაშენებელმა ლამის ხმლის ქნევა დაიწყოს დიღომში, მაშინ რას ერჩოდით ნაციონალებს, დაგინებული გქონდათ თქვე მართლა ქოცებო ?"