„ქალბატონი სალომე ცდილობს, რომ რაღაც ქნას, მათ შორის პრემიერსაც ხელი შეახოცოს

„ქალბატონი სალომე ცდილობს, რომ რაღაც ქნას, მათ შორის პრემიერსაც ხელი შეახოცოს"

„მან ეს განცხადება გააკეთა "ქართული ოცნებისთვის", რომ მე ნუ მაგინებთ, აგერ პრემიერის ბრალია ყველაფერიო“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლა და იქიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები მთავრობასთან შეთანხმებული იყო.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა და პროცესები, რომელიც გარეჯში განვითარდა, მთავრობას გადააბრალოს.

„ქალბატონი სალომე, ეტყობა ძალიან შეწუხებულია განვითარებული მოვლენებით და ცდილობს, რომ რაღაც ქნას. მათ შორის, პრემიერსაც ხელი შეახოცოს, თუ ეს შესაძლებელია. სალომე ზურაბიშვილმა, საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, როგორც წმინდა პოლიტიკური საკითხი და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების საკითხი გადაიყვანა რელიგიურ ასპექტში. მთავარი ფრაზა ის კი არ იყო, რომ ამაზე ვილაპარაკე და ეს უნდა დაჩქარდეს, მთავარი პრობლემა იყო, რომ მან ილაპარაკა, რომ მე ამ საკითხზე ვესაუბრე მამა ილარიონს, ბერებს ვესაუბრე. ანუ, დელიმიტაციის საკითხებზე ბერებთან იმუშავა სალომე ზურაბიშვილმა და ამას მოჰყვა, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხის აფეთქება. ფაქტობრივად, ეს განცხადება ჩვენთვის არ გაუკეთებია, მან ეს განცხადება გააკეთა "ქართული ოცნებისთვის", რომ მე ნუ მაგინებთ, აგერ პრემიერის ბრალია ყველაფერიო,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველად დავით გარეჯში 20 აპრილს ჩავიდა. მან ჯარისკაცებთან ფოტოსურათები გადაიღო და განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, მაისში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის თხრა დაიწყეს.

ამ დროისთვის, საქმეში ჩართულია ორივე მხრიდან ოფიციალური კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაზე მუშაობს.

სოციალისტი ვახ ეს კაცი რა გადაგვარებულია, მთლად გადაგვარებული ყოფილა! ვეღარაფერი გააწყო პრეზიდენტის წინააღმდეგ და ახლა ცდილობს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ჩორტი" ჩამოაგდოს! აბა შენი მოკლე ჭკუით პრეზიდენტი მთავრობასთან შეუთანხმებლად ჩაცუნცულდებოდა "დავით გარეჯში" და საზღვრის საკითხის დაყენება არ ექნებოდა წინასწარ გაიასნებული?! რა ხარ, ეს რა ექსპერტი ხარ, ამდენს როგორ ვერ ხვდები?!
6 წლის უკან
Maverick კი, კი, ფეხსალაგის ბუზივით ბზუის. თუმცა ვის რა უნდა გადაუღუნოს?
6 წლის უკან
sapiqrali ბატონო გია. რა თქვა პრეზიდენტმა მიუღებელი? ბოლოსდაბოლოს საზღვრების საკითხი ხომ უნდა დასრულდეს? თუ ფიქრობთ, რომ ესეც მომავალი თაობის თავში სატეხია?
6 წლის უკან