"რასაც სასიკეთოს აკეთებს ეს კაცი, დავუფასოთ. გასაგებია, რომ ბიუჯეტის ფულით შვრება და არა პაპამისის"

TSpress.ge -ის დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშია, სოციალურ ქსელში მერის საქმიანობას აფასებს:

რასაც სასიკეთოს აკეთებს ეს კაცი, დავუფასოთ. გასაგებია, რომ ბიუჯეტის ფულით შვრება და არა პაპამისის, მაგრამ მის წინამორბედებსაც ქონდათ ეგ ბიუჯეტის ფული და ცოლის პლასტიკურებსა და ლასვეგასის კაზინოებში მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე მსგავს სიკეთეებში. კარგი კიდევ ის აქვს კალაძეს, რომ ბოღმა არაა, მასთან კომუნიკაცია გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვა ისეთ მერებთან, რომელთან ერთადაც ენჯეოში პროექტებზე მიმუშავია და მეგობრადაც მეგულებოდნენ. რამდენიმე ხნის წინ, ერთ სამშვილიან გოგოს, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და ნაქირავებში ცხოვრობდა, სახლიდან ასახლებენო, მომწერეს. ჩათში მივწერე კალაძეს, რამდენის წუთში გამომეხმაურა. მეორე დილით, გამგეობა ადგილზე მივიდა და პრობლემის მოგვარების გზა შეთავაზეს. ვიცი, სისტემა რომ უნდა მუშაობდეს და ასე ვინც ვერ უკავშირდება გადაწყვეტილების მიმღებთ, იმათ რა ქნან, მაგრამ დამეთანხმეთ, რომელი მერი გყავდათ ასეთი გახსნილი და მყისიერად მორეაგირე? ჩინოვნიკი როცა ღიაა, კრიტიკაზე ადექვატურად რეაგირებს, არ იბოღმება და თანამშრომლობის სურვილი აქვს, ძალიან კარგია. გზადაგზა დავწერ კიდე, რას გავაუმჯობესებდი და რას უფრო მივაქცევდი ყურადღებას მის ადგილას , ნუ, თუ დააინტერესებს ჩემი, როგორც სამოქალაქო აქტივისტისა და ამ ქალაქის მაცხოვრებლის აზრი, თორე რაც მე ეგ მიკრიტიკებია, ვინც მკითხულობთ, ქე იცით