„ყველამ, ვინც კომისიის წევრები იყვნენ და ამბობდენენ, რომ არანაირი სამხილი არ არსებობდა კალანდიას წინააღმდეგ, რომ კომისიის საქმიანობა სამარცხვინო იყო - ბესელიამ, მდინარაძემ, თალაკვაძემ, ოხანაშვილმა - ყველამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა," - აცხადებს „რეზონანსთან" ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, იმ დეპუტატებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ვინც საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს კალანდიას „აპრავებდნენ".
„ქართული ოცნებიდან" კომისიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამას აკეთებდა, ბესელია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.