აზერბაიჯანული გამოცემა “Каспий” საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ირგვლიავ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტში აღნიშნულია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა პოლიტკურ წრეებს ეკისრებათ. ამასთან, როგორც სტატიის ავტორი დასძენს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ესკალაციას უწყობს ხელს.
"ეშიქჩი-დაღის გამო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვართან დაკავშირებული დავის ირგვლივ დაძაბულობა გრძელდება და აშკარაა, რომ ამ რთულ სიტუაციაში პასუხისმგებლობა ურთიერთგაუგებლობაზე პოლიტიკურ წრეებს ეკისრებათ. პოლიტიკოსები, თავიანთი მისიის გათვალისწინებით, ვალდებულები არიან საღად იაზროვნონ. ზოგადად, ტერიტორიული დავა მგრძნობიარე და სახიფათო საკითხს წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთ დავას რელიგიურ-ცივილიზაციური მოტივები შეერევა, სიტუაცია საერთოდ საგანგაშო ხდება. ასეთ დროს ადამიანებმა სიფრთხილის ყველა ზომა უნდა დაიცვან, რათა უთანხმოება მტრობისაკენ არ გადაიხაროს.
როგორც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად ხუჭავს თვალს პოლიტიკური კოდექსის დაუწერელ წესებზე და არამარტო არ აჩვენებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნიშნებს, არამედ თითქოსდა განზრახ მიჰყავს საქმე ანტაგონიზმისაკენ. თავისი ყოველი ახალი გამოსვლით, ყოველი ახალი რეაქციით სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ საკონფლიქტო ბაზას აძლიერებს. მოსაზღვრე მხარეთა ხედვების შეუთანხმებლობა უკვე არაერთი წელია გრძელდება. საბედნიეროდ, სადაო უბნები თანდათან მცირდება. გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც შეთანხება ვერ ხერხდებოდა, მხარეები ცდილობდნენ, რომ საკითხის გადაწყვეტა უკეთეს მომენტამდე გადაედოთ. შესაძლოა, ეს მაინცდამაინც კარგი გამოსავალი არ არის, მაგრამ ამით იქმნება სიტუაცია, რომელიც აბსოლუტურად მართვადია. პროცესში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ჩარევის შემდეგ პრობლემა პასიური მდგომარეობიდან გამოვიდა და ახლა კურსი უკვე "ტოქსიკურობის, შხამის ამოფრქვევისკენაა“ მიმართული.
ნიშანდობლივია, რომ მის ბოლო გამონათქვამებს სიტუაცია ჩიხისკენ მიჰყავს. იგი თავისი წინააღმდეგობრივ-წნეხური განცხადებებით ამორფულ ნარევს ქმნის, რაც აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობისათვის გამანადგურებელ კომპონენტს წარმოადგენს. არადა, ამ საკითხში დღემდე ასეთი მწვავე დაპირისპირება არ ყოფილა. ბოლო ხანებში პრეზიდენტი ძალიან "გაერთო“ "ბოლომდე ართქმის“ უცნაური მანერით: აკეთებს რაღაც გაურკვეველ მინიშნებებს, ლაპარაკობს ძნელად გასაგები ენით, არ იცავს კეთილგონიერების ლოგიკას და ეჭვიანობის გრადუსს ზრდის“,- აღნიშნულია სტატიაში.
თუ სეიძლება განმარტეთ რა მოხელე ნაჩალნიკია აზერბაიჯანული გამოცემა “Каспий”?!
მასე ჭიჭიკიას და ბიჭიკიას ლაპარაკისთვის მოუკრავს ყური ინფორმატორს, მაი ამბავი ძველი, ახალი და გადაკრასკული ნაცების შეკვეთა, პრეზიდენტობა "წართმეული" რუსეთუმე ვაშაძის "ხათრით" ხდებაო! აბააააააააააააააააააა!