ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ

ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, წინ არის სასამართლო პროცესი და ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალუეულობას - ასე ეხმაურება  დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას.

სარალიძის თქმით, მას კალანდიას დაკავების მოლოდინი ჰქონდა. 

,,ამის მოლოდინი ყოველთვის მქონდა და რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით, დადგინდა, რომ მიხიელ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე, ჩემი შვილის მკვლელობაში, იმ დროიდან, ყოველდღე, არ შემიწყვეტია, იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში. იქნებ გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და შემდეგ, მით უმეტეს, არც მისი დამალვა“- განაცხადა ზაზა სარალიძემ ,,ტევე პირველთან" ინტერვიუში.